17:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 09:59:53, 1568 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კუპრაძე - თსუ-დან ჩემი ორი ლექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში თსუ-დან ლექტორების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ჩემი ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 

ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.

გამხნევება და ლოყების ხოკვა არც ერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში "კაპიკებზე" სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის. 

ფაქტია უბრალოდ მძიმე და დანაშაულებრივი. 

უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს?!" - წერს ირაკლი კუპრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics