20:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 15:57:06, 1788 ნახვა

კომენტარი
კაია კალასი - პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს

პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

კაია კალასის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „უწყვეტ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს, რაც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“.

„კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“, - წერს კაია კალასი X-ზე.

შეგახსენებთ,რომ რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics