|
2025-03-04 14:51:42, 966 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომელიც რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა, წამებას უჩიოდა
რუსეთის ტყვეობაში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა ელექტროშოკით წამების შესახებ საუბრობდა, თანასაკნელმა კი მის სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობების კვალი დაინახა. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ფილმში "ვიკას ბოლო დავალება". ვიქტორია როშჩინამ თქვა, რომ მას ელექტროშოკის შედეგად "ყველაფერი დაულურჯდა". იგი ციხის ადმინისტრაციას მიმართავდა კუჭის პრობლემების, ცხელების და მენსტრუაციის შეწყვეტის გამო. როშჩინამ 30 კილოგრამამდე დაიკლო და საწოლიდან ძლივს დგებოდა, უთხრა თანასაკნელმა ჟურნალისტს. ფილმი მომზადდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" და უკრაინული გამოცემების "სუსპილნესა" და "გრატის" ერთობლივი ძალისხმევით. მისი შემქმნელები, კერძოდ, ანონიმურობის პირობით გაესაუბრნენ რუსეთის უშიშროების მიერ კონტროლირებადი ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორ ("სიზო-2"-ის) საკანში მყოფ როშჩინას თანასაკნელს. ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში ტყვედ ჩავარდა ზაპორიჟიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როშჩინა მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც რუსეთის მხარე უკრაინელ პატიმრებს ინახავს. მას სხეულზე უკვე აღენიშნებოდა ჭრილობების კვალი. კერძოდ, საკანში მყოფმა ერთ-ერთმა პატიმარმა როშჩინას მკლავზე ახალი ნაჭდევი დაინახა. როდესაც დაკავების ცენტრში არალეგიტიმური "რუსი ომბუდსმენი" მივიდა, ვიქტორია როშჩინა მას დაუმალეს. ბოლო დროს ჟურნალისტი ცოცხალი ნახეს 2024 წლის 8 სექტემბერს, როდესაც ის საკნიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჟურნალისტი ვიქტორი როშჩინა, რომელიც რადიო თავისუფლებასთანაც თანამშრომლობდა, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან აშუქებდა მის მსვლელობას. 2023 წლის აგვისტოში ის რუსმა სამხედროებმა შეიპყრეს ზაპორიჟიის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში. 2024 წლის 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ როშჩინა გარდაიცვალა ტაგანროგიდან მოსკოვში გადაყვანის დროს. უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატი იტყობინება, რომ ჟურნალისტი პატიმრების გაცვლის სიებში შედიოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც როშჩინას მამამ მიიღო, ის 19 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების გარემოებები უცნობია.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)