2025-02-04 15:41:44, 1269 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
4 თებერვალს, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა.
"მტერმა იზიუმზე იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს". – წერს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი.
ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად დაღუპული 4 და დაშავებულია 24 ადამიანი.
სინეგუბოვის თქმით, ოკუპანტებმა იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანეს.
დაზიანებულია რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი სახლი.
"ამ ადგილას არანაირი სამხედრო მნიშვნელობის ობიექტი არ არის. 4 ადამიანი დაიღუპა, 20 – დაიჭრა, 5 მათგანი გადაყვანილი საავადმყოფოში. ინფორმაცია განახლებადია". – თქვა სინეგუბოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,