13:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 12:03:42, 556 ნახვა

ომი უკრაინაში
რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე - ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობებს გულისხმობს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს და დასრულდეს მოლაპარაკებებით, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობებს გულისხმობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.

„წარმოიდგინე, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის და როგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.

"ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეუძლია ეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ მას (ტრამპი) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics