2025-01-29 15:22:48, 807 ნახვა
ომი უკრაინაში
გასულ ღამეს,რუსეთმა ნიკოალევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი კიმი ადასტურებს.
კიმის თქმით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების სამიზნე კერძო დაწესებულება გახდა. „სამწუხაროდ, ნიკოლაევზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი ქალი დაიღუპა. ისინი იმ კერძო დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, რომელიც რუსული თავდასხმების სამიზნე გახდა,“ - წერს კიმი.
ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სიენკევიჩის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები კვების ინდუსტრიის კომპანიის შენობაზე მიიტანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,