01:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 17:30:48, 964 ნახვა

რეგიონი
უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში. 

ასევე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა:

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics