2024-08-15 10:36:35, 534 ნახვა
რეგიონი
მთა სასადილოზე შუამთობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა
მთა სასადილოზე შუამთობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შუამთობას სახალხო დღესასწაულს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს პირველ მოადგილე რომან დავითაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ღონისძიებაში ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი “ბეთლემი" და მერისის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი ღებულობდა მონაწილეობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),