13:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 17:26:15, 573 ნახვა

რეგიონი
ქედის კულტურის ცენტრში საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა

ქედის კულტურის ცენტრში, ა(ა)იპ „მომავლის პალიტრისა" და ქედის სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით, საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო სპექტაკლის სადებიუტო ჩვენება ნოდარ დუმბაძის ოთხი მოთხრობის მიხედვით: „მე ვხედავ მზეს," „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ბოშები," „ხაზარულა“ გაიმართა,  რომლის მიზანს ქართული ნაწარმოებების გაცნობა და მომავალ თაობაში ქართული ლიტერატურის სიყვარულის დანერგვა წარმოადგენდა.

„პროექტი ,,ასე დაუსრულებლად" მხარდაჭერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი შემოქმედებითი საგრანტო კონკურსის მიერ.

თეატრალურ ჩვენებას  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics