03:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 15:23:03, 419 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ბარათაულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო

დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის ბოლო ზარი 2024 დაირეკა. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერი ომარ ტაკიძე ბარათაულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო, ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"სპეციალურად ამ დღისთვის მეთორმეტე კლასელებმა იუმორისტული "სკეტჩები", მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მოამზადეს. გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის. იყო ავტოგრაფები თეთრ პერანგებზე, ბევრი სიყვარული და სამახსოვრო ფოტოები.

ბოლო ზარი შუახევში 132 მოსწავლისთვის დაირეკა. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება შუახევის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics