11:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 17:02:32, 800 ნახვა

რეგიონი
სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს კასპის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება.

"საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები საუკეთესო სააღმზრდელო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics