|
2023-12-20 23:36:09, 1055 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
შუახევის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნაძვის ხის ანთებას, შუახევის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შუახევის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე, ადგილობრივების საახალწლო განწყობაზე ზრუნავდა ბენდი ,,117“, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
"შუახევი წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული. განათდა საახალწლო ილუმინაციებით და აქსესუარებით მოირთო მუნიციპალიტეტის ქუჩები. განათებებს შორის არის საახალწლო ილუმინაციები, რომლებიც საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)