23:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 17:52:22, 1049 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნიდერლანდების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, მარი ზანაქიძე და ედუარდ ნაკაშიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ნიდერლანდების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს გაეროს სააგენტოს და საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება. ასევე IOM მხარს უჭერს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას, უზრუნველყოფს მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერებას.

"შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა იმ პროგრამების შესახებ, რომელთა სარგებლობა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს აჭარაში მოქმედი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები და მისიის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადეს ქართველი მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 174 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, მოქმედი მისიების დახმარებით ახორციელებს სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების პროექტს, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება სამშობლოში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics