14:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 13:27:30, 1366 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჭვანის, ჭალისა და წყაროთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, რუსუდან შავაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

"შუახევის მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა, მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე და იმ სტიგმებზე ესაუბრა, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული.

ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, ვიდეო რგოლის ჩვენება და გამოყენებული იქნა გასართობი თამაშები. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიციაა დამკვიდრებული, რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ამ დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა. წლევამდელი კამპანიის სლოგანია ,,ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის", - აღნიშნულია შუახევის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics