04:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 14:30:18, 1479 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

„ბაგრატიონის ქუჩაზე გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე და განათების სისტემის, დეკორატიული ფილების, ასფალტის საფარის მოწყობა.

ამ ეტაპზე ბათუმში მიმდინარეობს 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, დასრულების ეტაპზეა ფარნავაზ მეფის, კობალაძის ქუჩების კეთილმოწყობა. ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ეწყობა მთავარი და მეორეხარისხოვანი ქუჩები.

ბათუმში აქტიურად ფაზაშია, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე სკვერების, მოედნების კეთილმოწყობა, სოციალური სახლებისა და ბაღების მშენებლობა.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასევე გაეცნენ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics