14:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 14:46:29, 8950 ნახვა

კულტურა
ბლუმბერგი ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს

ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს დაეთმობა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საიმიჯო კამპანიებს აქტიურად აწარმოებს წამყვან ტელეკომპანიებთან, რაც ხელს უწყობს ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას. წელს, რეგიონს სამიზნე ქვეყნებიდან 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics