07:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 14:32:32, 2142 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით გაანადგურეს.

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ.

სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო გასროლები განხორციელდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics