01:40 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 09:56:10, 2210 ნახვა

სხვადასხვა
პუტინის ქალიშვილი რუსეთში იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს უხელმძღვანელებს

ფონდის Innopraktika-ს ხელმძღვანელი, კატერინა ტიხონოვა, გახდა  რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის, იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე . ეს ინფორმაცია RBC-ს რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პუტინის ქალიშვილამდე საბჭოს ხელმძღვანელობდა RSPP-ის თავმჯდომარე ალექსანდრე შოხინი.

საბჭო შეიქმნა იმპორტის ჩანაცვლების შესახებ, ორგანოების საქმიანობის კოორდინაციისთვის, იმპორტირებული აღჭურვილობის ჩანაცვლების წარმატებული პრაქტიკის განზოგადებისთვის, ციფრული სერვისების შესაქმნელად იმპორტის ჩანაცვლების მხარდასაჭერად და საკანონმდებლო ინიციატივების ფორმირებისთვის, ნათქვამია RSPP-ის პრესსამსახურში.

ივლისის დასაწყისში, Innopraktika-ს პრესსამსახურმა განუცხადა RBC-ს, რომ ტიხონოვამ მიიღო შეთავაზება საბჭოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ჯერ არ დათანხმდა ამაზე.

Reuters-მა, Bloomberg-მა და BBC-მ კატერინა ტიხონოვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი უწოდეს, ამას Meduza-ს წყაროებიც ადასტურებენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს ტიხონოვას და პუტინის კიდევ ერთ სავარაუდო ქალიშვილს, მარია ვორონცოვას. კრემლმა პირობა დადო, რომ უპასუხებდა სანქციებს, რითაც ფაქტობრივად აღიარებდა ტიხონოვასა და ვორონცოვას ურთიერთობას პრეზიდენტთან.

Innopraktika-ს მართვის გარდა, ტიხონოვა ასევე არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რთული სისტემების მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური სისტემების მოწინავე კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics