12:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 18:57:36, 904 ნახვა

სხვადასხვა
სასამართლოში ბრალდებულის მიერ პროკურორის ცემის ფაქტზე პროცესი გაიმართა

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის მიერ პროკურორის ცემის ფაქტზე პროცესი გაიმართა.
3 თებერვალს ოზურგეთის სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მომხდარი ინციდენტი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა რიჩარდ ცქვიტინიძემ პროკურორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მიუხედავად გაფრთხილებისა, რიჩარდ ცქვიტინიძემ არ გაითვალისწინა მოსამართლის მითითება, რის გამოც გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. საბადრაგო სამსახურის მიერ მსჯავრდებულის გაყვანამდე მან არაერთხელ შეაგინა მოსამართლესა და პროკურორს, შემდგომ დაუსხლტა ხელიდან ბადრაგს და პროკურორს დაარტყა ხელი,” - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ოზურგეთის სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics