02:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 10:39:29, 1111 ნახვა

სამხედრო
„თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღინიშნა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა “თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღნიშნეს.  

უწყების ცნობით, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის ველზე, იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილას გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები და სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ღონისძიების მონაწილეებმა მოლაშქრეებს 1921 წლის ბრძოლის ისტორია გააცნეს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მათი ისტორია გაიხსენეს.

მოლაშქრეებმა მეოთხე სანგარიც მოინახულეს, სადაც ოთხი წლის წინ სანგრიდან ამოღებული არტეფაქტების გამოფენა მოეწყო.

"ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე,  ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, და ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა დაესწრნენ.

ლაშქრობა „თბილისის დამცველთა“ დღე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით გაიმართა და არმიისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს მიეძღვნა, რომლებიც 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სამხედრო თემატიკის კურსებსა და ექსპედიციებს სთავაზობს. ლეგიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics