19:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 12:35:13, 2530 ნახვა

სხვადასხვა
ეგვიპტეში სფინქსების ხეივანი გაიხსნა - ვიდეო

გალა კონცერტი, გრანდიოზული შოუ და ფეიერვერკი. ეგვიპტეში, მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ, აღნიშნეს კარნაკისა და ლუქსორის ტაძრებს შორის გადაჭიმული სფინქსების უძველესი ხეივნის გახსნა. ახლად დაგებულ და რესტავრირებულ გზაზე 1200 სფინქსის ქანდაკება აღდგა.

მეცნიერები თვლიან, რომ 2700 მეტრი სიგრძის ხეივანი ძირითადად ფარაონთა მე-18 დინასტიის მეფობის დროს აშენდა (დაახლოებით ძვ.წ. XVI საუკუნეში). ოდესღაც ის საზეიმო მსვლელობის ადგილად მსახურობდა. ხეივანმა დასრულებული ფორმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში მიიღო. 

დროთა განმავლობაში ბევრი ქანდაკება ან დაზიანდა ან ქვიშის სისქის ქვეშ გაუჩინარდა. უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლის რესტავრაცია გასული საუკუნის ორმოციან წლებში დაიწყო. შემდეგ ზოგიერთი ქანდაკება იპოვეს და აღადგინეს. ფართომასშტაბიანი სამუშაოები 2010 წელს დაიწყო.

თერთმეტი წლის შემდეგ სფინქსების ხეივანი დაუბრუნდა პირვანდელ ისტორიულ სახეს. ეგვიპტის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ისტორიული კომპლექსის გახსნა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics