12:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 13:32:09, 1786 ნახვა

სამხედრო
SNGP-ის ჯგუფის ბრიტანელი ექსპერტი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების J-5-ის დეპარტამენტის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა კაპიტანი ლორენს ჰოლი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ კი, კაპიტანს სასაჩუქრე დაფა და სამადლობელო წერილი გადასცა.

SNGP-ის ჯგუფის ექსპერტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებას SNGP-ის ჯგუფის და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics