15:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 17:05:44, 945 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“ აგრძელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის აგრძელებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“. - აღნიშნულის შესახებ ,,ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ონლაინ ტესტირების და ვიდეო კონფერენციის გზით, გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარება სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში.

მათივე ინფორმაციით, საუკეთესო კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - ნოუთბუქი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

II ადგილი - პლანშეტი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

III ადგილი - „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო თემატიკის წიგნები და ასევე, კომპანია Time-სგან დაწესებული Casio G-Shock-ის საათი.

IV-X ადგილები - სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

„კონკურსის ათივე საუკეთესო მონაწილეს, გამომცემლობა „არტანუჯისგან“, ასევე გადაეცემა ისტორიული თემატიკის წიგნები.

კონკურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდზე - testebi.mod.gov.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics