15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 22:29:26, 568 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დროს გაფორმდა ევროპაში უვიზო მიმოსვლა და ამას ვნანობ

„ჩვენ დროს გაფორმდა ევროპაში უვიზო მიმოსვლა და ამას ვნანობ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ტურისტებად უნდა დადიოდნენ და არა მარწყვის მკრეფავებად.

„ჩვენ დროს ჩაეყარა საფუძველი და გაფორმდა ევროპაში უვიზო მიმოსვლა და ვაი ჩემს თავს, რომ ეს გავაფორმე, ვნანობ და ყოველ ჯერზე თითს ვკბენ, იმიტომ რომ მართლა სხვანაირად წარმომედგინა ეს.

წარმომედგინა რომ საქართველო იქნებოდა სწრაფად განვითარებადი, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და ქართველები ივლიდნენ ტურისტებად და არა მარწყვის მკრეფავებად და ტალახში ამოსაგანგლად გერმანიაში.

მე ქართველი არც გერმანელის მონად არ მინდა, არც თურქის და არც რუსის.

მე მინდა რომ საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა და როდესაც დღეს, უვიზო მიმოსვლას იყენებენ მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველო აქციონ უფასო მუშა ხელის ექსპორტიორად, ამას აკეთებს პირველ რიგში ივანიშვილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics