15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 18:51:10, 792 ნახვა

კომენტარი
ნინო ლომჯარია - იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები

"იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანსონში ვიზიტები გაგრძელდება.

„ეს პირველადი და გაცნობითი ტიპის შეხვედრა იყო, პირველ რიგში ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ, რა თქმა უნდა გაგრძელდება კიდევ ვიზიტები.

ასევე, გავეცანით პირველადად რაც შესაძლებელი იყო, დოკუმენტაციას და გვაქვს უკვე პირველადი რეკომენდაციები - პირველ რიგში დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი არის და ცოტა ქაოტურად არის და ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ და ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს.

გავაგრძელებთ ვიზიტებს. მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და ზოგადად ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს, თუ რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics