19:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 02:26:43, 11235 ნახვა

სხვადასხვა
ცესკო - პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის ცესკო-ზე დაყრდნობით, რია ნოვოსტი ავრცელებს. საუბარია იმ ოლქებზე, რომლებშიც ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. 

ამასთანავე, ცესკოს არ დაუსახელებია პირველადი, ოფიციალური მონაცემები. საპირისპიროს აცხადებენ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტის, სვეტალანა ტიხანოვსკაიას შტაბში, სადაც ამბობენ, რომ ტიხანოვსკაიამ მინსკის 20 ოლქში გაიმარჯვა, სადაც ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,05% შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. წინასწარი ოფიციალური შედეგები ადგილობრივი დროით 02:00 საათისთვის უნდა გამოქვეყნდეს.

ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იყრიდა კენჭს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics