02:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 10:34:34, 750 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაჭრეს

ოქროყანაში მომხდარი ინციდენტის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. 

დაჭრილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავაა. ის ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგის" წევრია.

დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი რეზო კალომლეწავია.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics