00:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 12:11:05, 7815 ნახვა

ომი უკრაინაში
საუნივერსიტეტო კლინიკიდან განმეორებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში 10 გამოჯანმრთელებული გაეწერება

დღეს კლინიკიდან 6 პაციენტი გაეწერა, ველოდებით 10 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხებს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ 10 პაციენტს გავწერთ - ამის შესახებ, პირველი სანივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.


მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში 61 პაციენტი რჩება, აქედან 2 პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე.


"ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 79 პაციენტიდან კოვიდინფიცირებულია 61, მათ შორის რეანიმაციაში იმყოფება 5 პირი. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ყველა მათგანთან მოვა განმეორებითი უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. მინდა გითხრათ, რომ გვყავს 2 ორსული ქალბატონი და ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს,“ - განაცხადა რატიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics