|
2015-05-13 18:27:03, 1246 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი: ცუდად დამთავრდება ეს ფარისევლობა
„ცუდად დამთავრდება ეს ფარისევლობა, როგორც ნაცისტებისთვის, ისე ოცნებისთვის, რომელიც NDI- ისა და IRI-ის ტყუილის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს“, – ასე აფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI–ის პოლიტიკური რეიტინგების კვლევის შედეგებს. ინაშვილი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. „გამოკითხულთა 30%- ს, თურმე, სააკაშვილი მოსწონს... 44%- ს კი, დათუნა ბაქრაძე... ყველაფერში მართალი ვარ, რასაც ვამბობ: აღარ იციან, როგორ გააცოცხლონ და დააბრუნონ... მაგრამ გეუბნებით: ცუდად დამთავრდება ეს ფარისევლობა როგორც ნაცისტებისთვის, ისე ოცნებისთვის, რომელიც არაფერს აკეთებს NDI- ისა და IRI-ის ტყუილის შესაჩერებლად. გატრუნული ზის და სიამოვნებს თავისი 24%-ი... საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რასაც მიზანმიმართული ხასიათი აქვს, დანაშაულია... ისხედით, ახლა, და დატკბით თქვენი 24%- იანი "მიღწევით"“, – აცხადებს ირმა ინაშვილი. ცნობისთვის, დღეს NDI–მ მედიას პოლიტიკური რეიტინგების კვლევის შედეგები გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)