16:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 18:35:26, 3064 ნახვა

რეგიონი
ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

“მედიასთან ომს აგებს ხელისუფლება”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “ვინ გამოავლენს ნეპოტიზმს თუ არა მედია” - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს რეპრესიულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.

მათი თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. ჟურნალისტები, გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.

“ხელისუფლებას აქვს მცდელობა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში დაატყვევეს. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და სხვა პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა აქციის დროს დააკავეს”, - აცხადებენ შეკრებილები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics