01:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 17:28:16, 2382 ნახვა

Lifestyle
ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დაქორწინდა უკრაინელ ქალზე, რომელიც ლტოლვილად მიიღო და სახლში შეიფარა

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი იმ უკრაინელ ქალზე დაქორწინდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლტოლვილად მიიღო. 

როგორც ჩეხური გამოცემა „ბლესკი“ ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, 43 წლის ოვჩაჩეკი პარასკევს დაქორწინდა და ამჟამად თაფლობის თვეში იმყოფება. მედიის ცნობით, ის თავის რჩეულს გაზაფხულზე შეხვდა.

ოვჩაჩეკის ცოლი უკრაინიდანაა და ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა პრესმდივანმა, ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში, საცხოვრებელი შესთავაზა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალს სკოლამდელი ასაკის ვაჟიც ჰყავს.

ოვჩაჩეკმა ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის პრესმდივანის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics