12:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 20:48:35, 1054 ნახვა

Lifestyle
ნიკა გვარამია: ვაკე განსაკუთრებული იურისდიქციის ტერიტორიაა?

„ვაკე განსაკუთრებული იურისდიქციის ტერიტორიაა? ნარკოტიკზე დაიჭერენ-ჩადებულიაო, აქციას გამართავენ „სვეტები“ „სვეცკი“ მრგავლ ბაღში-მეორე დღს გამოუშვენებ,ახსნა განმარტების გარეშე“,-ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 
როგორც გვარამია აღნიშნავს, „ამისთვის იბრძოდა საქართველო „სისხლიანი ნაციონალების“ წინაარმდეგ, რომ ვაკეს ამ პრივილეგიებში ეცხოვრა?
„ვაკე განსაკუთრებული იურისდიქციის ტერიტორიაა? ნარკოტიკზე დაიჭერენ - ჩადებულიაო, აქციას გამართავენ "სვეტები" "სვეცკი" მრგვალ ბაღში - მეორე დღეს გამოუშვებენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - თუ გამოსაშვები იყო, ესე იგი ჩადებული ყოფილა და ვინ ჩაუდო მაშინ? თუ არავინ ჩაუდო, რატომ გამოუშვეს? სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ დაადგენს, ისევ შეიკრიბებიან სვეტები, ახლა უკვე ბრლადებულს ჩატოვებენ ციხეში მოგონილი ბრალდებით. იმ ბრალდებულს, რომელსაც მანამდე არ იჭერდნენ, ისევ იმიტომ, რომ სვეტი ვაკელობის მეორე ნაწილი მფარველობდა. ამის მინიმალური შესაძლებლობა არსებობს თუნდაც მეზობელ ვერაზე და საბურთალოზე? რომ არაფერი ვთქვათ, ტყიბულზე, მარტვილზე, კასპზე, ლაგოდეხზე, ადიგენზე, ამბროლაურზე, ხულოზე, მესტიაზე, ლანჩხუთზე? ცხადია - არა!
ამისთვის იბრძოდა საქართველო "სისხლიანი ნაციონალების" წინააღმდეგ, რომ ვაკეს ამ პრივილეგიებში ეცხოვრა? მე არ ვიცი, ჩარეცხილები ვინ როდის და რატომ გამოიყენა, მაგრამ ეს პრივილეგიები მათი მატარებლებიანად ქვეყნის ჭირია და დიახაც ჩასარეცხია“,-წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics