20:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 14:44:47, 1674 ნახვა

სპორტი
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში ევროლიგის შეხვედრაში დაბრუნდა, რომელიც იტალიურმა გუნდმა კაუნასის „ჟალგირისთან“ 68:77 წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო 18 ქულით კორდინიე იყო, ხოლო კაუნასის „ჟალგირისის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 20 ქულა ფრანსისკომ დააგროვა. ევროლიგაზე გამართული 21 შეხვედრის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ 6 გამარჯვებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics