14:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 12:27:22, 1131 ნახვა

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი პარლამენტში არ შევლენ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი უარს აცხადებენ მანდატებზე და არ შედიან პარლამენტში.

აღნიშნული განცხადება „ლეიბორიტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააცნო საზოგადოებას.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამასთან თან დაერთო სააარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა, არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის ოპოზიციური პარტიებისათვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი, შესაბამისად ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ამიტომ ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ ამ ე.წ პარლამენტში, ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისათვის, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა დარღვევის აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“, - წერია დოკუმენტში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics