15:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 10:19:50, 545 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: "ნაციონალურ მოძრაობას" ეს სახიფათო თამაში ძალიან ძვირად დაუჯდება

მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ძალიან სახიფათო თამაში, ძვირად დაუჯდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას.

ღარიბაშვილის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობა" საამაყო პოლიციის დისკრედიტაციას სცდილობს.

"ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა. ის ვიდეოები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოქვეყნა, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მთავარი მიზანია,  მოახდინონ როგორღაც ჩვენი მართლაც საამაყო პოლიციელების, ღირსეული ოფიცრების, ჯარისკაცების,  ჩვენი საზოგადოების, მათი ინტერესებისა და უსაფხრთხოების დამცველების დისკრედიტაცია და ეს ძალიან სახიფათო თამაში,  მინდა ყველა გავაფრთხილო,  რომ მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics