13:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 17:09:01, 3356 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება სამხედრო
უკრაინის კონსული ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს, იმ მხარდაჭერისათვის, რასაც უკრაინის მიმართ, მისთვის ასეთ რთულ დროს  გამოხატავს“,-ამის შესახებ უკრაინის კონსულმა საქართველოში ლიუბოშ კაროლმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინაში გარდაცვლილი  ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებისას  ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

„უკრაინელი ხალხის სახელით მინდა თანაგრძნობა გამოვხატო  გარდაცვლილი ალექსანდრეს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს, იმ მხარდაჭერისათვის, რასაც უკრაინის მიმართ გამოხატავს მისთვის ასეთ რთულ დროს“,-განაცხადა ლიუბოშ კაროლმა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი სამშობლოში დღეს დილით 08:30 საათზე ჩამოასვენეს.

აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლებიც.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics