2026-01-09 13:10:12, 1394 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში რუსეთის სამხედრო დარტყმამ კატარის საელჩოს შენობა დააზიანა
კიევში რუსეთის სამხედრო დარტყმამ კატარის საელჩოს შენობა დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენი რეგულარული სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა დღეს ღამით კატარის საელჩოს შენობაც დააზიანა. ქვეყანა, რომელიც ამდენ რამეს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა გაათავისუფლოს სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის ციხეებში“, - დაწერა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ღამით 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, 22 ფრთოსანი რაკეტა და ორეშნიკის რაკეტა დაესხნენ თავს. „თავდასხმა ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც მნიშვნელოვანი ყინვა იყო. ის ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას ისახავდა მიზნად“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,