21:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 01:05:31, 5708 ნახვა

პოლიტიკა
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, მას 20 წელი მიესაჯა

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ტიკტოკერი თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა თეკლა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.

თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.

თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხობს.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics