2015-07-03 16:41:04, 1089 ნახვა
სპორტი
ვახტანგ გომელაური: ჩხოროწყუს ინცინდენტში პოლიციელების მონაწილეობა თუ გამოვლინდება ისინი დაისჯებიან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩხოროწყუში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.
გომელაურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თუკი ინცინდენტში პოლიციელების მონაწილეობა მართალაც გამოიკვეთება ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
„როგორც ჩემთვის ცნობილია პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თუ გამოვლინდება მათი მონაწილეობა რა თქმა უნდა ეს ადამიანები კანონის შესაბამისად დაისჯებიან“,-განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით ჩხოროწყუში მოხუც მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, ინცინდენტში პოლიციელებიც მონაწილეობდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან