17:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 19:47:14, 935 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობით ფრანგული კომპანია Louis Dreyfus Group-ი დაინტერესდა

საქართველოს სოფლის მეურნეობით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  ფრანგული კომპანია Louis Dreyfus Group-ი ინტერესდება.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანიის თავმჯდომარეს, მარგარიტა ლუის-დრეიფუს შეხვდა. 

მათივე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს Louis Dreyfus Group-ს სამუშაო ჯგუფი ეწვევა და რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. ქართულმა მხარემ Louis Dreyfus Group-ს თანაინვესტირების ფონდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო იმ ლიბერალურ პირობებს, რასაც საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. 

ცნობისთვის, Louis Dreyfus Group-ი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს ბიზნესს, დასაქმებული ჰყავს 22 ათასზე მეტი ადამიანი. 2014 წელს კომპანიის მოგებამ 640 მილიონი შეადგინა, კომპანიის ბიუჯეტი კი 9 მილიარდს შეადგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics