|
2015-03-24 19:13:25, 1428 ნახვა
Lifestyle
არქიმანდრიტი ანთიმოზი: წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს
„ეთო გავაშელიშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!“, - ეს განცხადება არქიმანდრიტმა ანთიმოზმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მისი თქმით, იგი წამოვიდა ეკლესიიდან, რადგან „ეკლესიას არცხვენდა“. „მე ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე. კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მე ვიგინები, სატანისტ-ელგებეტისტმა ეთო გავაშელიშვილმა გადაიღო და ჩუმად ატვირთა. მე მივიღე გადაწყვეტილება, ეკლესიიდან წამოვსულიყავი, რადგან “ეკლესიას ვარცხვენ“. მე ვეზიარები, როგორც სასულიერო პირი, მაგრამ ღვთისმსახურებას აღარ ჩავატარებ“, - განაცხადა ანთიმოზმა. ეთო გავაშელიშვილი მალევე გამოეხმაურა არქიმანდიტრის პოსტს და მას ფეიბუკის საშუალებით მიმართა: „აქამდე უნდა წამოსულიყავი, რაც მოხდა შენი ბრალია და მიხარია თუ შენი წამოსვლა საპატრიაქოდან ჩემი დამსახურებით მოხდა“, - წერს ეთო გავაშელიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე. ჯერჯერობით გაურკვეველია არქიმანდრიტი ანთიმოზის ეკლესიიდან წამოსვლის ზუსტი მიზეზი, თუმცა იგი საკუთარი Facebook-ის გვერდზე, 21 მარტს წერდა - ''17 მაისი"! ის რაც დადეთ, მობილურში ზარის მაგივრად ჩაიწერეთ და რამდენჯერაც დაგირეკავენ იმდენჯერ მოისმენთ. თქვენ ისე გამამწარეთ, დროებით ეკლესიიდან წამოვალ და ნამდვილ, სახალხო მოძრაობა 17 მაისს შევქმნი! მერე ვნახოთ ვისი აჯობებს.. უბრალოდ ივერიელი“ ,- წერს არქიმანდრიტი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)