02:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 14:13:28, 2670 ნახვა

პოლიტიკა
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ბრიუსელში, 16 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

„საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“, - წერია დღის წესრიგში.

ასევე, საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics