|
2026-02-08 09:28:49, 7639 ნახვა
სპორტი
დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობას თავისუფალი პროგრამით შეუდგა. მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღის ბოლოს სპორტულ ცეკვებში ვიხილეთ დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი. საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამა სუფთად შეასრულეს და მსაჯებისგან 117.82-ქულიანი შეფასება მიიღეს, რამაც მათ მეოთხე ადგილი მოუტანა. რაც შეეხება გუნდურში გამომუშავებულ ქულებს, საქართველოს ნაკრებმა თავისი მონაგარი 7 ქულით გაზარდა და საერთო ჩათვალში ამ მომენტისთვის 32 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. 44 ქულით პირველზეა აშშ-ის გუნდი, შემდეგ მოდის იაპონია (39), იტალია (37) და კანადა (35). 8 თებერვალს, თავისუფალი პროგრამით დაიხურება გუნდური ასპარეზობა. თავისუფალში გამომუშავებული ქულებით გამოვლინდებიან მედალოსნებიც. საქართველოდან სარბიელზე გავა ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, ქალთა ერთეულებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს ანასტასია გუბანოვა, ვაჟებში - ნიკა ეგაძე. სწორედ მათი შედეგები იქნება იმის განმსაზღვრელი, მოხვდება თუ არა საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მედალოსნებში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)