02:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 17:41:34, 1024 ნახვა

სპორტი
გია ჟორჟოლიანი ონლაინსესხების წინააღმდეგია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ონლაინსესხების წინააღმდეგია და მაქსიმალურად შეზღუდვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია.

"მაქსიმალურად შეზღუდვა რომ არის საჭირო, ფაქტია. ონლაინსესხების მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის.  დეტალურად არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს, ალბათ, საკანონმდებლო რეგულაციებიც საჭიროა. თუ პარლამენტში მსჯელობა გაიმართება, ამ პოზიციით მსჯელობაში ჩავერთვები", - განაცხადა „პირWელთან“ საუბრისას ჟორჟოლიანმა.

ცნობისათვის, ონლაინსესხების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ ონლაინსესხების აკრძალვის მოთხოვნით, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდიც არის შექმნილი. გარდა ამისა, 24 მარტს, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისათვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

ასოციაციის პოზიციით, ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც დაუსვეს შეკითხვა. ის ფიქრობს, რომ ონლაინსესხების მიმართულებით, რეგულაციები უნდა არსებობდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics