17:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 08:14:37, 686 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს

მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველო გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მომდევნო 4 წელს.

„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და მთავარია რომ ადამიანის ღირსებას და პატივისცემას.

მე ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლეობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული. ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მე მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი სინდისის, ოჯახის და ქვეყნის მომავლის მიხედვით მისცენ ხმა არჩევნებზე.

ჩვენ ვატერებთ კვლევებს და ვფიქრობთ, არანაკლებ 55-60%-ის შუალედში გვექნება. შიდა პარტიული კვლევების გარდა სხვა კვლევებიც ტარდება, გარდა ორი-სამი ტელევიზიისა, რომელიც სიცრუეზეა აგებული. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ და ვფიქრობ, საშუალოდ „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი ექნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics