2020-03-12 11:26:42, 7382 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალკალიანი - კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან გაწერეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან გაწერეს.
მისი თქმით, აღნიშნულმა მოქალაქემ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე საკარანტინე პროცედურები უნდა გაიაროს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, იტალიაში იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული და გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,