19:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-10 11:54:46, 23223 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი: ევროჩინოვნიკები ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას

ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა შეერთებულ შტატებთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა რამეს აცხადებენ, თითქოს ჩაურევლობა არის პრინციპი მოკავშირეობის, - განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

"ოცნების" დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.

„ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ და პატივს უნდა სცემდნენ ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა ერთია სიტყვაზე ნათქვამი, რაც მოვისმინეთ ქალბატონი კალასის მხრიდან და საქმეზე აბსოლუტურად სხვა რამეს ვაწყდებით, როდესაც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ ევროჩინოვნიკები. ისინი არაფრად თვლიან ქართველი ხალხის სურვილს კონკრეტული პოლიტიკური პარტია ჰყავდეთ ხელისუფლებაში. ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა შეერთებულ შტატებთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა რამეს აცხადებენ, თითქოს ჩაურევლობა არის პრინციპი მოკავშირეობის. როგორ - ევროკავშირს და საქართველოს არ აქვს მოკავშირეობა?!“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics