13:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 10:42:14, 6438 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი, საიდანაც 1 გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს კლინიკას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 32 პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.

მისივე თქმით, საქართველოში დადასტურებულია 66 კორონავირუსული შემთხვევა, საიდანაც 40 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

„როგორც თქვენ იცით, ამ ეტაპზე გვაქვს 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 შემთხვევიდან, 40 არის ჩვენს ცენტრში. აქედან, გუშინ ჩვენთან დადასტურებული იყო 5 ახალი შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა. ამ 40 შემთხვევიდან უკვე ჩვენთან გამოჯამრთელებული და გაწერილი არის 8. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი, საიდანა ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება. გუშინ გვჭირდებოდა რაღაც გადამოწმება მის კლინიკურ მონაცემებზე და დღეს ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics