09:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:36:44, 1021 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მთავრობის სააგენტოზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაში მთავარი ეჭვმიტანილი ჩინეთია

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის სააგენტოზე (რომელიც მილიონობით ამერიკელის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ინახავს) მოწყობილ თავდასხმაში ჩინეთი მთავარი ეჭვმიტანილია.

კლაპერი ყველაზე მაღალი რანკის ჩინოვნიკია იმ პირთა შორის, ვინც მსგავსი ბრალდება ჩინეთს წაუყენა.

„ჩინეთი მთავარ ეჭვმიტანილად რჩება, თუმცა აშშ-ის მთავრობა აგრძელებს გამოძიებას.“ - განაცხადა ჯეიმს კლაპერმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, პერსონალური მენეჯმენტის სააგენტოზე მოწყობილი ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაკეთდა განცხადება, რომ დაახლოებით 4 მილიონი დასაქმებული ადამიანის პერსონალური ინფორმაცია კომპრომიზირებული იყო. ანალოგიური თავდასხმა აღნიშნულ სააგენტოზე 2014 წელსაც განხორციელდა და ეჭვმიტანილად მაშინაც ჩინეთი დასახელდა, თუმცა ბრალდების დამტკიცება ვერ მოხერხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics