01:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 12:48:19, 872 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: შექმნილ ვითარებაში, სავალუტო შემოდინებების აღდგენა ერთადერთი წამალია

„შექმნილ ვითარებაში, სავალუტო შემოდინებების აღდგენა ერთადერთი წამალი და რეცეპტია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა სხვა ქმედება, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს შექმნილი ვითარების შერბილებისკენ არის მიმართული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომელმაც გავლენა მოახდინა ლარის გაცვლით კურსზე, იქნას აღმოფხვრილი. საჭირო და აუციელებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. დანარჩენი ყველაფერი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ კონტექსტში მიზანმიმართული ქმედებებია, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც განვითარდა ბოლო თვეებში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ქმედებებს, ქადაგიძის განმარტებით, ბანკის მანდატი ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობაა.

ქადაგიძის განცხადებით, ორივე ეს მანდატი, როგორც აქამდე, მომავალშიც შესრულებული იქნება.

„მიზნობრივი ინფლაცია, ეს არის ის მთავარი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც მოქმედებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მიზნების განსაზღვრისას. ჩვენი პოლიტიკა არის სწორი და თანმიმდევრული“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო შემოდინებებს აპრილიდან ელოდება და შემდეგში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად, გაამყარებს ლარს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics